The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ იამანიძე

თამაზ იამანიძე
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1944
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 2014  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1975წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საორგანიზაციო განყოფილების სწავლული მდივანი; 1980-1988წწ. საქართველოს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების და უმაღლესი სასწავლებლების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1988-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; 1982-2006წწ. სამთო-მექანიკის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა სამეცნიერო სექტორი და იყო მისი ხელმძღვანელი. არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრუნვა-დარტყმითი საბურღი დანადგარების ვიბროდაცვის საკითხების კვლევა'', დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სანგრევი ინსტრუმენტისა და ქანის ურთიერთმოქმედების პროცესების ოპტიმიზაცია", დაიცვა 1996 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.163

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო და სამთო მეცნიერებებში სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოები, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: