The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაგალი თოდუა

მაგალი თოდუა
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:3 მაისი, 2016  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თაბორის მონასტრის ეზო, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სალხინო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1949 წელს.

1950-1961წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995წწ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2002-2008წწ. იყო "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1968 წლიდან არის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან ჟურნალ "ქართველოლოგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 2008 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა დააჯილდოვა "მსოფლიოს საუკეთესო ირანისტის" პრემიით. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი, აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ფილოლგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1971).

საკანდიდატო დისერტაციი თემა - "გოლესთანის მიბაძვანი სპარსულ ლიტერატურაში" , დაიცვა 1954 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქილილა და დამანას" საბასეული ვერსია" - 1967 წელს.

წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტი: tsu.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.79; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.278

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1995-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 2008 - პრემია "საგურამო"
  • 2008 - საქართველოს ეროვნული პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტთა აღზრდასა და განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: