The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავლიპ ზურაბაშვილი

ავლიპ ზურაბაშვილი
Date of birth:15 February, 1902
Date of death:15 August, 1994  (at 92 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს.

1927-1931წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კლინიკაში, 1931-1938წწ.  ლენინგრადში, ს. კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კლინიკაში. ამავე დროს მუშაობდა აკადემიკოს ვ. ბეხტერევის სახელობის ტვინის ინსტიტუტში, აკადემიკოს ი. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტსა და ექსპერიმენტული მედიცინის საკავშირო ინსტიტუტში. 1938-1950წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, 1938-1964წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1938 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ა. ზურაბაშვილი საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ., 1979.-გვ.544

Member of Organizations

  • დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სამეფო სამედიცინო საზოგადოებები, საპატიო წევრი
  • თბილისის საპატიო მოქალაქე (-1983)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-1994)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-1994)
  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (1962-)
  • ფინეთის, საფრანგეთის, აშშ-ს სამედიცინო საზოგადოებებისა მრავალი სამეცნიერო ასოციაცია, წევრი
  • ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის და ბულგარეთის აკადემიები, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 1983 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1963 - ვ. ბეხტერევის სახელობის პრემია
    ფსიქიატრიის თეორიული პრობლემების დამუშავებისათვის
  • 1955 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
    სინაფსოარქიტექტონიკაში გამოკვლევებისათვის
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: