შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯიბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი, ესთეტიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1933 წელს. 1935 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას უმაღლეს სკოლაში; 1944-1946წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს სსრ III-V, VII-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1950-1953წწ. საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის მდივანი; 1953-1960წწ. საქართველოს სსრ განათლების მინისტრი; 1960-1961წწ. საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი და ბიუროს წევრი; 1963-1980წწ. საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი. იკვლევდა ქართული ლიტერატურის, ესთეტიკის თეორიის პრობლემებს, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, მ. შოლოხოვის, ი.ა. კომენსკის, ჟ.ჟ. რუსოს, ზ. ფროიდის მემკვიდრეობის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს კრიტიკული ეტიუდების სერია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.563 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |