The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჯავახიშვილი

ნინო ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:24 ივლისი, 2012  (97 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1935 წელს.

1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1959-2006წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2006 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. მისი სამეცნიერო გამოკვლევები მიეძღვნა გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემის მორფოლოგიასა და ექსპერიმენტული მედიცინის სხვადასხვა საკითხს. საქართველოს უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1953), აკადემიკოსი ნ. ჯავახიშვილი არის 275 სამეცნიერო შრომისა და 7 მონოგრაფიის ავტორი. 43 ნაშრომი გამოქვეყნებულია უცხო ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.- თბ., 1987.- გვ.528; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.230; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.416

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე და საპატიო წევრი (1966-1977)
  • ბულგარეთის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1975-)
  • გერონტოლოგთა საკავშირო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-2012)
  • საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1900-1991)
  • უნგრეთის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1974-)
  • ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის სახელობის სამედიცინო საზოგადოება, საპატიო წევრი (1975-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: