The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჯავახიშვილი

ალექსანდრე ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1875
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1973  (97 წლის ასაკში)
კატეგორია:ანთროპოლოგი, გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთვრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება1900 წელს.

1899-1917წწ. მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტსა და მოსკოვის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 1918-1936წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის, გორის, ქუთაისის, ბაქოს პედაგოგიურ ინსტიტუტებში. ქართული მეცნიერული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, მისი გამოკვლევები ძირითდად ეხება ეთნოგრაფიულ ანთროპოლოგიას. მან პირველმა საკმაოდ სრული ანთროპოლოგიური პროგრამის მიხედვით შეისწავლა საქართველოს თითქმის ყველა ძირითადი ეთნოგრაფიული ჯგუფი, დაადგინა საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური თავისებურებები და განსაზღვრა მისი ადგილი ზოგად რასობრივ სისტემატიკაში. შეისწავლა ქართველი ებრაელების ანთროპოლიგიური თავისებურებანი, სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა საქართველოს მოსახლეობაში დოლიქოკეფალიის პრობლემას. მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტი (1926), გეოგრაფიული ინსტიტუტი (1933), საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახ. გეოიგრაფიული ინსტიტუტი (1945).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 525-526

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)
  • საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოება, დამფუძნებელი (1924-)
  • სსრკ გეოგრაფიული საზოგადოება , პრეზიდენტი (1940-1970)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: