Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ხიდაშელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კლასიკური ფილოლოგიის განხრით 1931 წელს; 1933-1936წწ. სწავლობდა ლენინგრადის ენის, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ანტიკური ფილოსოფიის სპეციალობით. 1936 წელს მუშაობას იწყებს რუსთაველის ეპოქის მუზეუმში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილი; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1967 წლიდან სათავეში ედგა ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებას. მისი მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარი სფერო იყო ქართული კულტურის ისტორია, კერძოდ, ქართული მატერიალურ-კულტურული ძეგლების შესწავლა, ქართული ფილოსოფიის ისტორია, ქართული რენესანსის საკითხები, რუსთველოლოგია. 1990-იან წლებში იგი აქტიურად იღვწოდა პუბლიცისტიკის სფეროში, კერძოდ, მისი სტატიები მიძღვნილი იყო ეროვნული პრობლემების, ზნეობისა და პოლიტიკის საკითხებისადმი. იგი ძირითადად იკვლევდა IV-XIX საუკუნეების ქართული ფილოსოფიის ისტორიას, მის სხვადასხვა მონაკვეთს მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევები. იგი შალვა ნუცუბიძის ტრადიციების გამგრძელებელია ქართული ფილოსოფიის ისტორიის, რენესანსის პრობლემების დამუშავებასა და რუსთველოლოგიაში. ამასთან, მას "კვლევის საკუთარი გზა" (შ. ნუცუბიძე) გააჩნდა, რაც უპირველესად გამოიხატებოდა შუა საუკუნეების ქართული კულტურის აქსიოლოგიის (ღირებულების თეორიის) პოზიციიდან განხილვაში. შალვა ხიდაშელის მოღვაწეობაში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 1981-1993 წლები, როდესაც მან გამოაქვეყნა 50-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის, ოთხი მონოგრაფია და ორი პუბლიცისტური კრებული. ქართული ფილოსოფიის ისტორიაში მისი მრავალმხრივი კვლევა-ძიების შეჯამება იყო 1988 წელს გამოქვეყნებული წიგნი "ქართული ფილოსოფიის ისტორია", სადაც შესულია მისი კვლევა-ძიების შედეგები ქართული ფილოსოფიის, ისტორიის, ქართული რენესანსის და რუსთაველის მსოფლმხედველობის შესახებ. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), აკადემიკოსი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.205-206; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 140-141 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |