The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ხეჩინაშვილი

სიმონ ხეჩინაშვილი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 2010  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს.

1941-1942წწ. მუშაობდა ქ. თბილისის N1 ტუბ-დისპანსერის ორდინატორად; 1942-1946წწ. საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორად. 1946-1951წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის ასისტენტად. 1951-1952წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის დოცენტია. 1952-1979 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის გამგის მოადგილედ. 1979 წლიდან არჩეულ იქნა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად. არის 180 სამეცნიერო ნაშრომის, აქედან 4 მონოგრაფიის ავტორი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.476; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.448

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-2010)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შერტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1986 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1979 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1971 - წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - ლენინის ორდენი
  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: