The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენი ხარაძე

ევგენი ხარაძე
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 2001  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ასტრონომი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე; 1949 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1939 წლიდან ასტრონომიის კათედრის გამგე; 1959-1965წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ევგენი ხარაძის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკლავთა სპექტრული და ფოტომეტრიული მახასიათებლების, აგრეთვე, ვარსკლავებისა და ვასკლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კლიმატის, ტელესკოპთა ოპტიკური კვლევის საკითხებს; აღმოაჩინა, რომ P Cyg-ტიპის ვარსკვლავთა სპექტრში ხაზების დოპლერისეული წანაცვლებანი მოწმობენ ვარსკვლავის განვრცობილ ატმოსფეროში ელემენტების სტრატიფიკაციას; შეადგინა კაპტეინის სხვადასხვა არეში მყოფ ვარსკვლავთა ფერის სიჭარბეების, ფოტოვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეების, ნათობებისა და სპექტრების კატალოგები, მათზე დაყრდნობით შეისწავლა სინათლის შთანთქმა გალაქტიკაში. ქართველი ასტრონომი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი უცვლელი დირექტორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.436; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.57

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1965-1970)
  • ვარსკვლავთა ასტრონომიის მუდმივი კომიტეტი, თავმჯდომარე (1962-1974)
  • საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი (1976-1982)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)
  • საქართველოს სსრ საზოგადოება "ცოდნა", თავმჯდომარე (1977-1980)
  • საქართველოს სსრ საზოგადოება "ცოდნა", საპატიო თავმჯდომარე (1981-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს ბიურო, წევრი (1936-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1971 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1951 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სომხეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი (4 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: