The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად დოლიძე

ზვიად დოლიძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1980 წელს.

1978-1981წწ. იყო თბილისის I ექსპერიმენტული სკოლის ისტორიის მასწავლებელი; 1981-1982წწ. კ/ს "ქართული ფილმის" რეჟისორის ასისტენტი; 1982-1988წწ. კ/ს "მემატიანე"-ს რედაქტორი; 1988-1989წწ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1991-1992წწ. მცირე საგამომცემლო საწარმო "ტაო-91"-ის დირექტორი; 1992-1997წწ. თსთი ისტორიის მასწავლებელი; 1997-2003წწ. უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგე, დოცენტი, 2003-2006წწ. პროფესორი; 2006-2015წწ. თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მსოფლიო კინოს ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი; 1983-1985წწ. იყო ავტორი და წამყვანი სატელევიზიო პროგრამებისა: "კინოდოკუმენტალისტის თვალით" ( I არხი); 1997-1999წწ. "ილუზიონი" (I არხი), 1999-2001წწ. "ძველი კინოკლასიკა" (ევრიკა), "ოსკარი" ჩვენს ეკრანზე" (აჭარის ტელევიზია, 2001); 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2015 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კინოს ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ნაშრომების ხელმძღვანელი; 2017 წლის ნოემბრიდან არჩეულია ამავე უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანად (tafu.edu.ge); მიწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში; იყო საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, 50 სამეცნიერო სტატიის (დაბეჭდილია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ავტორი, რამდენიმე წიგნისა და ჟურნალის რედაქტორი; კრებულების - "ქართველი ქალი კინორეჟისორების ძალა" (გამოცემულია სამხრეთ კორეაში 2014 წელს), "მიზანი: საქართველო" (გამოცემულია ესპანეთში 2019 წელს) და "ჩვენი ღირსებანი" (გამოცემულია საქართველოში 2016 წელს, ტომი VIII) თანაავტორი; მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარებში: "ვინ ვინ არის საქართველოში 2001-2002", "ვინ ვინ არის საქართველოში 2006", "ვინ ვინ არის საქართველოში 2009", "საქართველოს პარლამენტი - 1990-2006", "საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები - 1992-2006", "ქართული კინო - ენციკლოპედიური ლექსიკონი. 1896-2011", "საქართველოს პარლამენტის წევრები - 1990-2015"; არის ასოციაცია "სინერამას" აღმასრულებელი დირექტორი და აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი (www.cinerama.ge), თბილისის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალის "ოქროს პეპელა" აღმასრულებელი დირექტორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. კინოისტორიკოსი (კინომცოდნე).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული კულტურის ისტორია, კინემატოგრაფიის განვითარება 1921-1938 წლებში"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვესტერნის ისტორიულ-სოციალური წანამძღვრები და განვითარების გზები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.153

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (2001-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს საისტორიო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე (1989-1991)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: