შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და ფრანგული ენების ფაკულტეტი 1959 წელს. 1960-1962წწ. იყო "ინტურისტის" თარჯიმანი; საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი (1962); 1962-1970წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებისა" და გამომცემლობების -"საბჭოთა საქართველო" და "ხელოვნება" რედაქტორი; 1970-1980წწ. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1980-1992წწ. ამავე ინსტიტუტის კინოფაკულტის დეკანი; 1992-2005წწ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრორექტორი. 2005 წლიდან არის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს სამეცნიერო სექტორის ხელმძღვანელი. გადაიღო დოკუმენტური ფილმები ო.იოსელიანზე და ზ. ლეჟავაზე. დააარსა, გამოსცა და რედაქტორობს ჟურნალ "რაინდს" და გაზეთ "საქართველოს კარიბჭეს". საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაიაკოვსკი და კინო", დაიცვა 1969 წელს კიევში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |