შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ დიდებულიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1990წწ. იყო თსსი სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების თანამშრომელი; 1987-1999წწ. თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებთან, მათ შორის: "ერი", "დვრიტა", "რუბიკონი", 'ალტერ ეგო", გერმანულ გაზეთთან NeuesD; 2000-2002წწ. აკრედიტებული იყო საქართველოს პარლამენტის პრესცენტრში; იყო გაზეთ "ჩვენ გამომცემლები"-ს და ჟურნალ "გამომცემლის" რედაქტორი; 2003-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორი. 1996 წლიდან არის შპს "ელფის გამომცემლობის" დირექტორი; 2000 წლიდან აკრედიტებულია ფრანკფურტის წიგნის მსოფლიო ფესტივალის პრესცენტრში. გერმანულიდან ნათარგმნი აქვს : გერმანიის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წიგნი "მომავლის გამომცემლები, მარკეტინგი და მენეჯმენტი" (1999); ულრიხ ბეკი, "რა არის გლობალიზაცია?" (2004); ერიხ მარია რემარკის "სამი მეგობარი"; შტეფან ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა"; ვილჰელმ ჰაუფის "ლიხტენშტაინი", ხოლო რუსულიდან ფიოდორ დოსტოევსკის "მკვდარი სახლის ჩანაწერები" და ლევ ტოლსტოის "კავკასიური მოთხრობები". არის საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადისა (ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ჭადრაკში, 1974) და ქართული ლიტერატურის რესპუბლიკური ოლიმპიადის (I ხარისხის დიპლომი თავისუფალ თემებში, 1974) გამარჯვებული. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |