The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ დიდებულიძე

თინათინ დიდებულიძე
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1990წწ. იყო თსსი სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების თანამშრომელი; 1987-1999წწ. თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებთან, მათ შორის: "ერი", "დვრიტა", "რუბიკონი", 'ალტერ ეგო", გერმანულ გაზეთთან NeuesD; 2000-2002წწ. აკრედიტებული იყო საქართველოს პარლამენტის პრესცენტრში; იყო გაზეთ "ჩვენ გამომცემლები"-ს და ჟურნალ "გამომცემლის" რედაქტორი; 2003-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორი. 1996 წლიდან არის შპს "ელფის გამომცემლობის" დირექტორი; 2000 წლიდან აკრედიტებულია ფრანკფურტის წიგნის მსოფლიო ფესტივალის პრესცენტრში. გერმანულიდან ნათარგმნი აქვს : გერმანიის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წიგნი "მომავლის გამომცემლები, მარკეტინგი და მენეჯმენტი" (1999); ულრიხ ბეკი, "რა არის გლობალიზაცია?" (2004); ერიხ მარია რემარკის "სამი მეგობარი"; შტეფან ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა"; ვილჰელმ ჰაუფის "ლიხტენშტაინი", ხოლო რუსულიდან ფიოდორ დოსტოევსკის "მკვდარი სახლის ჩანაწერები" და ლევ ტოლსტოის "კავკასიური მოთხრობები". არის საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადისა (ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ჭადრაკში, 1974) და ქართული ლიტერატურის რესპუბლიკური ოლიმპიადის (I ხარისხის დიპლომი თავისუფალ თემებში, 1974) გამარჯვებული.

ბიბლიოგრაფია

  • ჰაიდი : იოჰანა შპირი; მთარგმნელი თინათინ დიდებულიძე (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2021. - ISBN: 978-9941-489-20-4
  • მეფე მათიუში უკაცრიელ კუნძულზე : ახალი სრული თარგმანი / იანუშ კორჩაკი ; მთარგმნელი თინათინ დიდებულიძე (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2020. - 220გვ.. - ISBN: 9789941464300
  • მეფე მათიუშ პირველი : საბავშვო რომანი / იანუშ კორჩაკი ; მთარგმნელი თინათინ დიდებულიძე (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2019. - 312გვ.. - ISBN: 9789941475887
  • საბავშვო მოთხრობები : ანტონ ჩეხოვი; მთარგმნელი თინათინ დიდებულიძე (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2018
  • ბემბი : ერთი ისტორია ტყის ცხოვრებიდან : სრული ტექსტის ახალი თარგმანი / ფელიქს ზალტენი ; გერმანულიდან თარგმნა თინათინ დიდებულიძემ (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2018. - 156გვ.. - ISBN: 9789941464973
  • ზღაპრები : ალექსანდრე პუშკინი; მთარგმნელი თინათინ დიდებულიძე (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2018
  • ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი : ახალი თარგმანი (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2014. - 72გვ.. - ISBN: 978-9941-431-65-4
  • ლიხტენშტაინი : რომანი : ახალი ქართული თარგმანი (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2012. - 228გვ.. - ISBN: 978-9941-431-12-8
  • კავკასიური მოთხრობები (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2011. - 276გვ.. - ISBN: 978-99928-61-62-2
  • მკვდარი სახლის ჩანაწერები : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2011. - 220გვ.. - ISBN: 978-99928-61-70-7
  • მოუთმენლობა გულისა : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2011. - 244გვ.. - ISBN: 978-9941-431-05-0
  • სამი მეგობარი : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი, 2010. - 344გვ.. - ISBN: 978-99928-61-33-2
  • ცხოვრების 7 საიდუმლო : ფსიქოლოგიური ესსე (ავტორი). - თბილისი, ელფი, 2006. - 152გვ.. - ISBN: 99928-617-5-4
  • ქართულ-გერმანული სასაუბრო : თანამედროვე სიტყვები და გამოთქმები საქმიანი ტურისტისათვის (ავტორი). - თბილისი, ელფი, 2000. - 80გვ.
  • ზღაპრები / ძმები გრიმები : გრიმი, ვილჰელმ; მთარგმნელი თინათინ დიდებულიძე (მთარგმნელი). - თბილისი, ელფი

გააზიარე: