The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე დიდებულიძე

ალექსანდრე დიდებულიძე
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

1967-1968წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი; 1968-1974წწ. - სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1978წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 1978-1989წწ. - დოცენტი; 1989-2005წწ. - კათედრის გამგე, პროფესორი, სრული პროფესორი; 2001–2004წწ. - უფროსი ანალიტიკოსი USAID-ის პროექტებში; 2004-2008წწ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი, კოორდინაციას უწევდა 6 ახალი კანონის მიღებას; 2006-2013წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2013 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის აღმასრულებელი მდივანი. ავტორია 270-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის, 10 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოს, 16 ქვეყნის 42 პატენტისა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიხშირითმართვადი ასინქრონული ელექტრომძრავი ს/ს აგრეგატებისთვის", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სპეციალური ელექტოფიცირებული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური სისტემები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.154; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.122

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბიბლიოთეკების განვითარების ფონდი (არასამთავრობო ორგანიზაცია), თავმჯდომარე (1995-1997)
  • ეროვნული ენერგეტიკული აკადემია, წევრი (1995-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია , წევრ-კორესპონდენტი (1994-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია , ნამდვილი წევრი (1997-)
  • საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (1997-2002)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    აგრარული მეცნიერების განვითარებაში, ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: