შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დარჩიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1987 წელს, ასპირანტურა 1990 წელს; ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრის კურსდამთავრებული (გერმანია, 2001). 1990-1991წწ. იყო გაზეთ "ქართველი ერის" (ტრადიციონალისტთა კავშირის ორგანო) რედაქტორი; ტელეკომპანია "იბერვიზიის" თანამშრომელი (1992); 1992 წლიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარი, 1996 წლიდან ჯგუფის ხლემძღვანელი; 1991-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1997 წლიდან არის სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის (კავკასიური ინსტიტუტი) დირექტორი; 2004-2008წწ. ფონდის - "ღია საზოგადოება-საქართველო" აღმასრულებელი დირექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა:პარტიული სიით; 2006 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პროფესორი. არის ავტორი ნაშრომისა: "Georgia: The Search for the State Security" (USA.1997); მონოგრაფიისა: "ჯარისკაცები, პოლიტიკოსები, მოქალაქენი" (2000). ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბათუმი რუსეთის პოლიტიკაში", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეროვნული უსაფრთხოება და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.147 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |