The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1987 წელს, ასპირანტურა 1990 წელს; ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრის კურსდამთავრებული (გერმანია, 2001).

1990-1991წწ. იყო გაზეთ "ქართველი ერის" (ტრადიციონალისტთა კავშირის ორგანო) რედაქტორი; ტელეკომპანია "იბერვიზიის" თანამშრომელი (1992); 1992 წლიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარი, 1996 წლიდან ჯგუფის ხლემძღვანელი; 1991-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1997 წლიდან არის სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის (კავკასიური ინსტიტუტი) დირექტორი; 2004-2008წწ. ფონდის - "ღია საზოგადოება-საქართველო" აღმასრულებელი დირექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა:პარტიული სიით; 2006 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პროფესორი. არის ავტორი ნაშრომისა: "Georgia: The Search for the State Security" (USA.1997); მონოგრაფიისა: "ჯარისკაცები, პოლიტიკოსები, მოქალაქენი" (2000). ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბათუმი რუსეთის პოლიტიკაში", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეროვნული უსაფრთხოება და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები", დაიცვა 2002 წელს. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.147

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, გამგეობის წევრი (1996-2004)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: