შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ დავითაია
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სენაკის რაიონი, სოფელი ძველი სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1962წწ. იყო "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; არქიტექტურული გეგმარების კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე; საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი (1996). გამოქვეყნებული აქვს 160-მდე სამეცნიერო სტატია. არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი "მზიური ველი" ბაკურიანში (არქ. გ. გეგელიასთან ერთად), საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში და სხვა. მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი, "ალგეთის ბაზილიკა" სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში (მოქ. ე. ამაშუკელი) და სხვ. მიღებული აქვს "წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის" ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-83", საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-85" პრემიები; 2005 წელს დასახელდა წლის ადამიანად. მას-დელ-პლატას (არგენტინა) სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1987), აშშ ინდიანას შტატის ქ. მანსის საპატიო მოქალაქე (1989). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |