The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ დავითაია

ვახტანგ დავითაია
Date of birth:22 December, 1934  (90 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი სენაკი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1962 წლებში იყო "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. არქიტექტურული გეგმარების კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე. საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი (1996). გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია. არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი "მზიური ველი" ბაკურიანში (არქ. გ. გეგელიასთან ერთად), ბიზნეს ცენტრი "მთაწმინდა" თბილისში, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში, საცხოვრებელი სახლები: საგარეჯოში, ქუთაისში, წყნეთში, ოფშკვითში, ტაბახმელაში, პურის ქარხნები: ვაზისუბანსა და თბილისის ზღვის რაიონში, ხელოვნების ცენტრი გულრიფშში, მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, "ალგეთის ბაზილიკა" სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, "კოლეთის დედა" და ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში (მოქ. ე. ამაშუკელი), სკოლა 600 მოსწავლეზე სოფელ გავაზში, "ხსოვნის ტაძარი" სოფელ მუხრანში, "ხსოვნის კუბი" ქალაქ სენაკში,  და სხვა. მიღებული აქვს "წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის" ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-83", საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-85" პრემიები; 2005 წელს დასახელდა წლის ადამიანად, არის მას-დელ-პლატას (არგენტინა) სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1987), აშშ ინდიანას შტატის ქ. მანსის საპატიო მოქალაქე (1989).

წყარო: ავტორიტარიზმის არქიტექტურული ანატომია : ქართული არქიტექტურა 2004-2012 წლები / ვახტანგ დავითაია.- თბ., 2014.-გვ.78; ნიკოლოზ დონჯაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. 

Member of Organizations

  • არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის გან-ბის აკადემიკოსთა საბჭო, წევრი (1995-)
  • აშშ არქიტექტორთა ინსტიტუტის კავშირი, საპატიო წევრი (1991-)
  • ბულგარეთის არქიტექტორთა კავშირი, საპატიო წევრი (1994-)
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორთა საბჭო, წევრი (1995-1999)
  • თბილისის ქალაქგეგმარებითი საბჭო, წევრი (1985-2003)
  • თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საატესტაციო საბჭო, თავმჯდომარე (1997-2006)
  • ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, წევრი (1992-2007)
  • პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტი, წევრი (1995-2008)
  • რუსეთის არქიტექტურისა და საინჟინრო მეცნიერების აკადემია, საზღვარგარეთელი წევრი (1994-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობა, თავმჯდომარე (1995-2000)
  • საქართველოს კულტურის სამინისტროს კოლეგია, წევრი (1992-2007)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1996-)
  • ფაზისის აკადემია, აკადემიკოსი (2001-)

Awards and Honors

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2006 - მეგობრობის მსოფლიო მედალი
  • 2005 - XXI - საუკუნის უდიდესი მოაზროვნეები
  • 2004 - საერთაშორისო ელჩის ორდენი
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1982 - ფოთის საპატიო მოქალაქე
  • 1982 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1972 - საქართველოს კომკავშირის პრემია
  • კულტურის რაინდის წოდება (საქართველოს მწერალთა კავშირი)
  • არქიტექტურის რაინდის წოდება (საქართველოს არქიტექტორთა კავშირი)
  • გიორგი ნიკოლაძის მედალი
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: