შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გურაბანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1954 წელს. 1955-1963წწ. - ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" განყოფილების გამგე; 1963-1969წწ. - გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნება", განყოფილების გამგე; 1969-1972წწ. - გამომცემლობა "ხელოვნება", დირექტორი; 1972-1981წწ. - საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე; 1995-2000წწ. - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1981-2003წწ. - ჟურნალ "ხელოვნების" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და მონოგრაფია ქართული და უცხოური თეატრალური კულტურის შესახებ. თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1997). სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეჟისორი რობერტ სტურუა", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.582; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.128 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |