The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გურაბანიძე

ნოდარ გურაბანიძე
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 2024  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1954 წელს.

1955-1963წწ. - ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" განყოფილების გამგე; 1963-1969წწ. - გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნება", განყოფილების გამგე; 1969-1972წწ. - გამომცემლობა "ხელოვნება", დირექტორი; 1972-1981წწ. - საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე; 1995-2000წწ. - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1981-2003წწ. - ჟურნალ "ხელოვნების" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და მონოგრაფია ქართული და უცხოური თეატრალური კულტურის შესახებ. თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1997).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეჟისორი რობერტ სტურუა", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.582; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.128 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1955-)
  • თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სალიტერატურო საბჭო, თავმჯდომარე (1995-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - შოთა რუსთაველის სახელობის პრემია
  • 1999 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: