The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რისმაგ გორდეზიანი

რისმაგ გორდეზიანი
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1967-1976წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006წწ. კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989-2006წწ. კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1993-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მიღებული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია. არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ილიადის" ხომალდთა კატალოგი"-ისტორიულ-ფილოლოგიური ანალიზი“, დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰომეროსის ეპოსის ფორმირებისა და ერთიანობის პრობლემა", დაიცვა 1974 წელს. 

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.120; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საბერძნეთის მწერალთა კავშირი, წევრი (2007-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი
  • საკავშირო კომკავშირის პრემია
  • საქართველოს კომკავშირის პრემია, მეცნიერების და ტექნიკის დარგი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: