The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაყვალა გონაშვილი

მაყვალა გონაშვილი
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1981 წელს.

იყო სახელმწიფო ტელევიზიის საბავშვო რედაქციის რედაქტორი (1977); 1990 წელს დააფუძნა ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია "გულანი"; რედაქტორობდა 1995 წელს დაარსებულ ინგლისურენოვან შემეცნებით-გასართობ საყმაწვილო გაზეთს "Hallo baby"; იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი; 2009 წლიდან არის ჟურნალ "გრაალის" რედაქტორი; მისი პირველი ლექსები და მინიატიურები 1968 წლიდან იბეჭდებოდა საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთებში, გამოქვეყნებული აქვს კრებულები: "ყაყაჩოების კოცონი" (1985), "მზის ცრემლი" (1987), "მე თქვენ მიყვარხართ" (1990), "სალოცავი ჩემი, საფიცარი ჩემი" (1994), "სახეები და სახელები" (1999), "ძახილი" (2001), "გუმბათებიდან მზის მადლი ჟონავს" (2003), "მართალს ვიტყვი" (2006), "აქედანა და თქვენამდე" (2009), "მზე შინა" (2010) და სხვა.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.93-94

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "გულანი", პრეზიდენტი (1989-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (2004-)
  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 2008 - ანა კალანდაძის სახელობის პრემია
  • 2005 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: