Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაყვალა გონაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1981 წელს. იყო სახელმწიფო ტელევიზიის საბავშვო რედაქციის რედაქტორი (1977); 1990 წელს დააფუძნა ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია "გულანი"; რედაქტორობდა 1995 წელს დაარსებულ ინგლისურენოვან შემეცნებით-გასართობ საყმაწვილო გაზეთს "Hallo baby"; იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი; 2009 წლიდან არის ჟურნალ "გრაალის" რედაქტორი; მისი პირველი ლექსები და მინიატიურები 1968 წლიდან იბეჭდებოდა საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთებში, გამოქვეყნებული აქვს კრებულები: "ყაყაჩოების კოცონი" (1985), "მზის ცრემლი" (1987), "მე თქვენ მიყვარხართ" (1990), "სალოცავი ჩემი, საფიცარი ჩემი" (1994), "სახეები და სახელები" (1999), "ძახილი" (2001), "გუმბათებიდან მზის მადლი ჟონავს" (2003), "მართალს ვიტყვი" (2006), "აქედანა და თქვენამდე" (2009), "მზე შინა" (2010) და სხვა. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.93-94 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |