The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგიჩაიშვილი

გიორგი გოგიჩაიშვილი
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1971წწ, იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორიის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-2007წწ. მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრის ასისტენტი, პროფესორი; 1981-2007წწ. კათედრის გამგე. 2007 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი; სრული პროფესორი. 1969 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1983 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 6 მონოგრაფიის, 10 სახელმძღვანელოს ავტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გადაწყვეტილებების მიღების სემიოტეკური სისტემა", დაიცვა 1983 წელს, ქ. მოსკოვში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.40

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: