The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გვერდწითელი

გურამ გვერდწითელი
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1930  (91 წლის)
კატეგორია:კრიტიკოსი, მეცნიერი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი 1953 წელს; მოსკოვის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტი 1957 წელს.

1957-1962წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის კულტურის ინსპექტორი; 1962-2004წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1964-1979წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1982-1984წწ. ჟურნალ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; 1984-2005წწ. გამომცემლობა "მერანის" დირექტორი. არის 30 წიგნის ავტორი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული საბჭოთა ლიტერატურის მხატვრული სახეები", დაიცვა 1961 წელს. 

წყარო:  საქართველოს პარლამენტის პორტალი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კ/ს "ქართული ფილმის" სამხატვრო საბჭო, წევრი (1968-1994)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1961-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობა, წევრი (1972-2004)
  • საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი, წევრი (1978-2004)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: