The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ბოსტანაშვილი

შოთა ბოსტანაშვილი
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1948
გარდაცვ. თარიღი:29 მაისი, 2013  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს.

1966-1969წწ. იყო "საქსახპროექტის" არქიტექტორი-ტექნიკოსი; 1970-1972წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საპროექტო ბიუროს არქიტექტორი; 1973-1977წწ. არქიტექტორთა ჯგუფის და 1978-1990წწ. არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელი; 1980-1992წწ. არქიტექტურის კათედრის მასწავლებეელი; 1992-1997წწ. დოცენტი; 1998 წლიდან- პროფესორი. არის არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი(2008). დააარსა თავისუფალ მსმენელთა აუდიტორია და დისციპლინა "არქიტექტურის პოეტიკა"(1990). არის ავტორი პროექტებისა: "ხსოვნის ტაძარი" (სოფ. მუხრანი, 1975-1980); "ხსოვნის კლუბი"(სენაკი, 1975-1979); "შრომის დიდების მემორიალი"(ქუთაისი, 1977-1981); "ნაციონალური პურის ქარხანა"(თბილისი, 1983-1987); "XXIს -ის ცივილიზაციის სივრცე"(ვენეცია, 1988); სახლი-რეზიდენცია (თბილისი, ქობულეთის ქ., 1997-1999); "პოეზიის სასახლე"(თბილისი, სოლოლაკი, 1999-2000) და სხვა. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიეროო და ესეისტური წერილი. მისი ლიტერატურული ნაწარმოებები 2004 წლიდან იბეჭდება ჟურნალებში: "მნათობი", "აფრა", "ჩვენი მწერლობა". არის  საერთაშორისო კონკურსის "XXI-ის ცივილიზაციის სივრცე" I პრემიის ლაურეატი (1988), აშშ-ის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ დასახელებულია "2005 წლის ადამიანად", ორგზის საერთაშორისო და  ოთხგზის სსრკ პრემიების ლაურეატი. მისი ბიოგრაფია შესულია აშშ გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიული ცენტრის ცნობარში (ტ.33, 2005). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.82; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.133

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აღმოსავლეთის ქვეყნების საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1999-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საქართველოში ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლების მეცნიერულად შესწავლისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: