The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ჭილაშვილი

ლევან ჭილაშვილი
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1930
გარდაცვ. თარიღი:26 აპრილი, 2004  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით 1953 წელს.

1953-1956 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის  ინსტიტუტის ასპირანტი, 1957 -1960 წლებში მისი მოღვაწეობა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გრძელდება უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1960-1970 წლებში - ამავე მუზეუმის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია, 1970-1973 წლებში - მუზეუმის დერექტორის მოადგილე, ხოლო 1981 წლიდან გარდაცვალებამდე - მუზეუმის დირექტორი იყო. მისი მთავარი სამეცნიერო სფეროები იყო ანტიკური საქართველოს არქეოლოგია და ისტორია. 1995-2003წწ. ნეკრესში ლ. ჭილაშვილის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, მისი ვარაუდით, წინარექრისტიანული, I-III საუკუნეების ქართული წარწერები. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ.397; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.150 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1958-1991 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "ქალაქები და საქალაქო ცხოვრება შუა საუკუნეების საქართველოში" (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა).
  • 2002 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1998 - საქართველოს ღირსების ორდენი
  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1982 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: