The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ გაჩეჩილაძე

რევაზ გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:4 მაისი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, დიპლომატი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1965 წელს.

1968-1991წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური (შემდგომში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური) გეოგრაფიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; პროფესორი (1991-1998, 2004-2005, 2009 წლიდან); 1993-1998წწ. კათედრის გამგე; 1981-1985წწ. საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის მეცნიერებათა და განათლების განყოფილების გამგე; 1985-1987წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე; 1987-1989წწ. საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ინფორმაციის ცენტრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის განყოფილების გამგე; 1989-1991წწ. სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორი; 1991-1997წწ. დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1997-1998წწ. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 1998-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში; 2005-2009წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 2009-2010 წწ. საგანგებო დავალებათა ელჩი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. 2014-2016 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; 2016-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში; გამოქვეყნებული აქვს 160-ზემეტისამეცნიერო ნაშრომი (35 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ) და 24 მონოგრაფია (3 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ); გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1991). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თურქეთის სოფლის მეურნეობის გეოგრაფია", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მოკავშირე რესპუბლიკის სოციალური გეოგრაფია (საქართველოს მასალებზე), დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.108; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.149; საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უწყებები: science.org.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.53

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება (ლონდონი), საპატიო უცხოელი წევრი (1999-)
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, პრეზიდენტი (2008-2016)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრი (2018-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-2018)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მედალი
    დიპლომატიური სამსახურისა და საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში შეტანილი მრავალწლიანი აკადემიური ღვაწლისთვის
  • 2010 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
    2008 წელს გამოცემული წიგნისთვის - ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა / რევაზ გაჩეჩილაძე. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2008. - 528გვ.
  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1995 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნისთვის -The new Georgia : space, society, politics (ახალი საქართველო : სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა) / Revaz Gachechiladze .- London : UCL Press, 1995 .- 205p.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: