The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იულონ გაგოშიძე

იულონ გაგოშიძე
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1958 წელს.

1961-1965წწ. იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1970წწ. სწავლული მდივანი; 1971-1985წწ. უფროსი და 1985-1988წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1991წწ. არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991 წელს მცხეთის პრეფექტი; 2004-2008წწ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდგომ მეცნიერ-კონსულტანტი; 2008-2009წწ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (8 მონოგრაფია) ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე. 1978-2003წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს, გერმანიის და დანიის უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს მართმადიდებელ ჰოსპიტალიერთა უწმინდესი ორდენის "გამარჯვების მედალი" (2009) საქართველოს მორალური გამარჯვების მოპოვებისთვის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიებისათვის რუსეთის წინააღმდეგ"ბრიტანეთის ომის მედალი - 1914-1918".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეანტიკური ხანის საქართველოს ნივთიერი კულტურის ძეგლები", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის  თემა - "საქართველო ქრისტეშობამდე V-I საუკუნეებში", დაიცვა 1984 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • თბილისის საკრებულო, წევრი (2004-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: