The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1986 წელს; მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურა 1990 წელს.

იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტი (1991); 1991-1992წწ. საქართველოს გარემოს დაცვის სამინოსტროს ექსპერტ-კონსულტანტი; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი; მოსკოვის საკავშირო საზღვაო საპროექტო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი (1995); 1994-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიური ლაბორატორიის კონსულტანტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ბურჯანაძე - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი  №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქიდან; ორგზის საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2003 წლის 23 ნოემბერიდან - 2004 წლის 25 იანვრამდე; 2007 წლის 25 ნოემბრიდან - 2008 წლის 20 იანვრამდე); გამოქვეყნებული აქვს ოცამდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის მონოგრაფია - "ახალი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივი საკითხები". 1990 წელს დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.102

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო", თავმჯდომარე (2008-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ზოგადსამართლებრივ საკითხთა ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1995-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: