The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ძიძიგური

შოთა ძიძიგური
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1911
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 1994  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით 1930 წელს.

1936 წელს დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის, თელავის, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1967-1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის გამგე. ქართველი ენათმეცნიერი, ქართული ენისა და დიალექტების მკვლევარი, ბასკოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ( 1963), პროფესორი (1963). ავტორია მრავალი ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია ქართული ენის გრამატიკის, მისი ისტორიის, დიალექტოლოგიის ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის, ონომასტიკის, აგრეთვე ზოგადი ენათმეცნიერული ფოლკლორისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის საკითხები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ. 278

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბასკური ენისა და ლიტერატურის საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)
  • ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია, წევრი
  • ქსე-ე-ს ენათმეცნიერების საბჭო, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: