შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ბერიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1979 წელს, 2001 წელს იმავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1994-2001წწ. იყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მეტყველების კონსულტანტი; 2001-2006წწ. ტელეკომპანია "მზის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1985 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2005); პროფესორი; 2006 წლიდან სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მეტყველების კონსულტანტი; 2007 წლიდან ვ. აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 2008 წლიდან მუშაობს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, 2009 წლიდან- კავკასიის უნივერსიტეტის "მედია სკოლაში". სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა "ინტერნიუსთან" ტელე და რადიო ჟურნალისტთა მეტყველების კულტურის პროფესიულ დაოსტატებაზე. დადგმული აქვს სპექტაკლები: "მარკიზა დე სადი", "ბედნიერი ერი", "ჩვენ გველის დიდება", "სიშორით სიახლოვე", "ლექსად თქმული ქართლის ცხოვრება", "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" და სხვა. არის მრავალი საღამოს, ლიტერატურული კომპოზიციის ავტორი. 2012 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილედ. დისერტაციის თემა- "მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები", დაიცვა 2005 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |