The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ბერიკაშვილი

მანანა ბერიკაშვილი
Date of birth:27 April, 1958  (67 years)
Category:Actor/Actress, Educator, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1979 წელს, 2001 წელს იმავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1994-2001წწ. იყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მეტყველების კონსულტანტი; 2001-2006წწ. ტელეკომპანია "მზის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1985 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2005); პროფესორი; 2006 წლიდან სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მეტყველების კონსულტანტი; 2007 წლიდან ვ. აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 2008 წლიდან მუშაობს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, 2009 წლიდან- კავკასიის უნივერსიტეტის "მედია სკოლაში". სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა "ინტერნიუსთან" ტელე და რადიო ჟურნალისტთა მეტყველების კულტურის პროფესიულ დაოსტატებაზე. დადგმული აქვს სპექტაკლები: "მარკიზა დე სადი", "ბედნიერი ერი", "ჩვენ გველის დიდება", "სიშორით სიახლოვე", "ლექსად თქმული ქართლის ცხოვრება", "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" და სხვა. არის მრავალი საღამოს, ლიტერატურული კომპოზიციის ავტორი. 2012 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილედ.

დისერტაციის თემა- "მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები", დაიცვა 2005 წელს.

Member of Organizations

  • თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • მოსკოვის სასცენო მეტყველების საკავშირო მეთოდოლოგიური ცენტრი, წევრი (1983-1988)

Bibliography


Share: