შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ბათიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1983 წელს; ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრის საერთაშორისო და უსაფრთხოების სპეციალური ინსტიტუტის უმაღლესი კურსი 2002 წელს; გაიარა შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტში 2003 წელს. 1983-1990 წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1991 წწ. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; 1992-1993 წწ. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი; 1994-1995 წწ. ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი. 1995-1999 წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N2 ვაკის საარჩევნო ოლქი, თვითმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის წევრი; 2004-2006 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომრე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2008 წწ. პოლიტიკური პატიმარი. მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფილოსოფიის დოქტორი (2004); 2008 წლიდან IB -ევრო- კავკასიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 79 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |