The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბათიაშვილი

ირაკლი ბათიაშვილი
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1961  (57 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1983 წელს; ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრის საერთაშორისო და უსაფრთხოების სპეციალური ინსტიტუტის უმაღლესი კურსი 2002 წელს; გაიარა შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტში 2003 წელს.

1983-1990წწ. იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1991წწ. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; 1994-1995წწ. ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი; 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2008წწ. პოლიტიკური პატიმარი; 2008 წლიდან არის IB -ევრო- კავკასიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი (2004).  მრავალი სამეცნიერო სტატიისა და წიგნის -"დანაღმული ველი"-ს ავტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური, თავმჯდომარე (1992-1993)
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს პარლამენტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარე (1999-2003)

ბიბლიოგრაფია

  • დანაღმული ველი : ფრაგმენტები პოლიტიკური ცხოვრებიდან, დიალოგები, განსჯანი (ავტორი). - თბილისი, "ეროვნული მწერლობა" , 2009. - 568გვ.. - ISBN: 978-9941-0-1278-5

გააზიარე: