შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ-აღმოსავლური ენების სპეციალობით 1941 წელს. 1944 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სემიტოლოგიის კათედრის ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად. 1977-1983 წლებში იყო სემიტოლოგიის კათედრის გამგე, ხოლო 1988-1991 წლებში - ამავე კათედრის პროფესორი. 1991 წლიდან იგი უნივერსიტეტის ებრაულ-არაბული ფილოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1947-1960 წლებში, პარალელურად, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1960 წლიდან კი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. იგი იყო განათლების სამინისტროსთან შექმნილი აღმოსავლურ ენათა სწავლების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელი. მისმა შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში საფუძველი ჩაუყარა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას და ბიძგი მისცა მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას. იგი ითვლება არამეული დიალექტოლოგიის მამათავრად. მეცნიერის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ქართულ-აღმოსავლურ ენობრივ და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია (1951, 1959, 1970) და ჰელსინკის უნივერსიტეტის მედალი (1979). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.308გვ.; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.109; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.324 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |