The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე წერეთელი

კონსტანტინე წერეთელი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1921
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 2004  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ-აღმოსავლურ ენათა განყოფილება 1941 წელს.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან(1960) იგი ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. 1991 წლიდან მისი ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშო იქმნება ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელსაც უცვლელად ედგა სათავეში. 1994 წელს დაინიშნა განათლების სამინისტროსთან  შექმნილი აღმოსავლურ ენათა სწავლების  კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელად. მისმა შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში საფუძველი ჩაუყარა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას და ბიძგი მისცა მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას. იგი ითვლება არამეული დიალექტოლოგიის მამათავრად. მეცნიერის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ქართულ-აღმოსავლურ ენობრივ და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.308გვ.; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია : science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ორიენტალისტური საზოგადოება, საპატიო წევრი (1978-)
  • გერმანიის ორიენტალისტთა საზოგადოება, წევრი (1971-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-2004)
  • ხმელთაშუა ზღვის აუზის ცივილიზაციათა შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1975-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1989 - გიორგი წერეთლის სახელობის პრემია
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: