The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე წერეთელი

კონსტანტინე წერეთელი
Date of birth:4 February, 1921
Date of death:27 February, 2004  (at 83 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Linguist, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ-აღმოსავლური ენების სპეციალობით 1941 წელს.

1944 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სემიტოლოგიის კათედრის ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად. 1977-1983 წლებში იყო სემიტოლოგიის კათედრის გამგე, ხოლო 1988-1991 წლებში - ამავე კათედრის პროფესორი. 1991 წლიდან იგი უნივერსიტეტის ებრაულ-არაბული ფილოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1947-1960 წლებში, პარალელურად, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1960 წლიდან კი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. იგი იყო განათლების სამინისტროსთან  შექმნილი აღმოსავლურ ენათა სწავლების  კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელი. მისმა შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში საფუძველი ჩაუყარა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას და ბიძგი მისცა მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას. იგი ითვლება არამეული დიალექტოლოგიის მამათავრად. მეცნიერის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ქართულ-აღმოსავლურ ენობრივ და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია (1951, 1959, 1970) და ჰელსინკის უნივერსიტეტის მედალი (1979).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.308გვ.; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.109; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.324

Member of Organizations

  • ამერიკის ორიენტალისტური საზოგადოება, საპატიო წევრი (1978-)
  • გერმანიის ორიენტალისტთა საზოგადოება, წევრი (1971-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-2004)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • ხმელთაშუა ზღვის აუზის ცივილიზაციათა შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1975-)

Awards and Honors

  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    შრომათა ციკლისათვის - "საქართველოს არამეული წარწერები" (1989-1993)
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1989 - გიორგი წერეთლის სახელობის პრემია
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1980 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 1979 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: