შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ძოწენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს. 1931 წლიდან მოღვაწეობასა ეწეოდა იქვე (1933-1934წწ. - აგრეთვე ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში); 1936-1941წწ. მუშაობდა აგრეთვე თსუ-ის გეოლოგიის ინსტიტუტში; 1941 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა გამოკვლევებს ვულკანოლოგიისა და ლითოლოგიის დარგში; 1951-1955წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი; 1955-1958წწ. პირველი ვიცე-პრეზიდენტი; 1955-1959წწ. და 1976 წლიდან პრეზიდიუმის წევრი; 1973 წლიდან იყო სსრკ გეოლოგთა, ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე; 1957-1959წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე; 1958-1959წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი; სკკპ XXII-XXIV ყრილობებზე არჩეული იყო სკკპ ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრად; 1959-1976წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ბიუროს წევრი, სსრკ უმაღლესი საბჭოს V-IX მოწვევების და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV-IX მოწვევების დეპუტატი. მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეხება პალეოვულკანოლოგიისა და ლითოლოგიის საკითხებს; საქართველოს მიოცენამდელი ვულკანური წარმონაქმნების კვლევის შედეგად დაასაბუთა მაგმატიზმის ქიმიური ევოლუციის დამოკიდებულება რეგიონის გეოტექტონური განვითარების ისტორიასთან; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ტერიტორიის სისტემურ ლითოლოგიურ კვლევას; ქუთაისის მიდამოებში აღმოაჩინა და შეისწავლა ანალციმიანი ქვიშაქვები; დაასაბუთა ვულკანიზმის როლი ლითოგენეზისსა და მადანთწარმოქმნაში; საფუძველი ჩაუყარა მოძღვრებას ვულკანოგენურ დანალექი ლითოგენეზისა და მადანთწარმოშობის შესახებ. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948), სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.280 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |