The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ძოწენიძე

გიორგი ძოწენიძე
Date of birth:23 February, 1910
Date of death:5 May, 1976  (at 66 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Geologist, Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს.

1931 წლიდან მოღვაწეობასა ეწეოდა იქვე (1933-1934წწ. - აგრეთვე ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში); 1936-1941წწ. მუშაობდა აგრეთვე თსუ-ის გეოლოგიის ინსტიტუტში; 1941 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა გამოკვლევებს ვულკანოლოგიისა და ლითოლოგიის დარგში; 1951-1955წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი; 1955-1958წწ. პირველი ვიცე-პრეზიდენტი; 1955-1959წწ. და 1976 წლიდან პრეზიდიუმის წევრი; 1973 წლიდან იყო სსრკ გეოლოგთა, ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე; 1957-1959წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე; 1958-1959წწ. ამავე უნივერსიტეტის რექტორი; სკკპ XXII-XXIV ყრილობებზე არჩეული იყო სკკპ ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრად; 1959-1976წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ბიუროს წევრი, სსრკ უმაღლესი საბჭოს V-IX მოწვევების და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV-IX მოწვევების დეპუტატი. მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეხება პალეოვულკანოლოგიისა და ლითოლოგიის საკითხებს; საქართველოს მიოცენამდელი ვულკანური წარმონაქმნების კვლევის შედეგად დაასაბუთა მაგმატიზმის ქიმიური ევოლუციის დამოკიდებულება რეგიონის გეოტექტონური განვითარების ისტორიასთან; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ტერიტორიის სისტემურ ლითოლოგიურ კვლევას; ქუთაისის მიდამოებში აღმოაჩინა და შეისწავლა ანალციმიანი ქვიშაქვები; დაასაბუთა ვულკანიზმის როლი ლითოგენეზისსა და მადანთწარმოქმნაში; საფუძველი ჩაუყარა მოძღვრებას ვულკანოგენურ დანალექი ლითოგენეზისა და მადანთწარმოშობის შესახებ. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948), სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.280

Member of Organizations

  • აშშ-ის გეოგრაფიის საზოგადოება, წევრი (1971-)
  • ბულგარეთის გეოლოგიის საზოგადოება, წევრი (1971-)
  • ვულკანოლოგთა და სედიმენტოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1970-)
  • ლონდონის გეოლოგიის საზოგადოება, წევრი (1975-)
  • საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ბიურო, წევრი (1959-1976)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-1976)
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1959-1976)
  • სკკპ, წევრი (1940-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1968-)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, თავმჯდომარის მოადგილე (1960-)

Awards and Honors

  • 1950 - სტალინური პრემია
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • ლენინის ორდენი (3 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: