The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ანდრია რაზმაძე

ანდრია რაზმაძე
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1889
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 1929  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონი
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფოლი ჩხენიში.

დაამთვრა მოსკოვის უნივერსიტეტი 1910 წელს.

1914 წელს ევროპაში სამეცნიერო მივლინების დროს კავშირი დაამყარა იქაურ მეცნიერებთან და ცნობილ გერამანულ ჟურნალში "Mathematische Annalen" გამოაქვეყნა პირველი შრომა. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო–საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ მან შეადგინა მისი სასწავლო გეგმა და მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები, პირველმა წაიკითხა ქართულ ენაზე მათემატიკის, აგრეთვე მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი, ქართულ ენაზე დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას. ეწეოდა კვლევით მუშაობას მათემატიკური ანალიზის რთულსა და დამამთავრებელ დარგში – ვარიაციათა აღრიცხვაში. 1925 წელს პარიზში დაცულ სადოქტორო დისერტაციაში მან პირველმა გამოიკვლია ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, რითაც საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. 


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართული სალიტერატურო ნორმების დამდგენი კომისია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: