Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრია რაზმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფოლი ჩხენიში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დაამთვრა მოსკოვის უნივერსიტეტი 1910 წელს. 1914 წელს ევროპაში სამეცნიერო მივლინების დროს კავშირი დაამყარა იქაურ მეცნიერებთან და ცნობილ გერამანულ ჟურნალში "Mathematische Annalen" გამოაქვეყნა პირველი შრომა. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო–საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ მან შეადგინა მისი სასწავლო გეგმა და მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები, პირველმა წაიკითხა ქართულ ენაზე მათემატიკის, აგრეთვე მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი, ქართულ ენაზე დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას. ეწეოდა კვლევით მუშაობას მათემატიკური ანალიზის რთულსა და დამამთავრებელ დარგში – ვარიაციათა აღრიცხვაში. 1925 წელს პარიზში დაცულ სადოქტორო დისერტაციაში მან პირველმა გამოიკვლია ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, რითაც საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.290-291 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |