შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ძიძიგური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1938 წელს. 1952-1957წწ. განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებას, რომლის ბაზაზეც მისი ინიციატივით 1957 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თვითონ იყო 1973 წლამდე. 1968-1970წწ. განაგებდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარებისა და ტრანსპორტის კათედრას. 1973 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად. ამ თანამდებობაზე იგი 1981 წლამდე მუშაობდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავდა სამთო საქმის თითქმის ყველა მიმართულებას. ა. ძიძიგურის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულდა ფუნდამენტური გამოკვლევები საშახტო სტაციონარული დანადგარების, საშახტო ჰიდროაერომექანიკისა და სავენტილაციო სისტემის, სამთო თბოფიზიკის, მილსადენი ტრანსპორტისა და მრავალფაზოვანი ნაკადების, საბურღი დანადგარების რეჟიმების აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად. ავტორია 300-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა, მათ შორისაა 10 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო და 40-ზე მეტი გამოგონება. წყარო: ქარტული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.278; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: gtu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.266 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |