The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მელიქიშვილი

გიორგი მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:27 მარტი, 2002  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1939 წელს.

1944 წლიდან მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1965-1999წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი; 1999-2002წწ. ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. გ. მელიქიშვილის ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძვ. აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში, ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. იგი ავტორია აგრეთვე მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძვ. აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში. ასურული და ურარტული წერილობითი წყაროების შუქზე  გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების - კულხასა და დიაუხის ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართველოს ძვ. ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკასიური უძველესი კლასობრივი პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ.,1983.- გვ. 558; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.263

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1957 - ლენინური პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: