The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ რურუა

ნიკოლოზ რურუა
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1968
გარდაცვ. თარიღი:4 დეკემბერი, 2018  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი; ჯორჯიის სახელმწიფო სამართალმცოდნეობის სკოლა (ატლანტა, აშშ).

2000 წელს იყო ატლანტის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2001წწ. ჯორჯიის ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტის იურისტი (აშშ); 2002-2004წწ. გაზეთ "24 საათის" იურიდიული ექსპერტი; 2008-2009წწ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი; 2009-2012წწ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. არის ავტორი სტატიების კრებულისა "თავისუფლების კანონი". იურისპუდენციის დოქტორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.400; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ka.wikipedia.org; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: