შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი იმედაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1973 წელს. 1977-1981წწ. დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1981-1985წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1989წწ. განწყობის ფსიქოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1989-1990წწ. ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე; 1990-2006წწ. ფსიქოლოგიის ისტორიის ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ილია ჭავჭავაძს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1990-1995წწ. საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1978-2006წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. არის ასამდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნების ავტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქცევის კატეგორია და განწყობის თეორია", დაიცვა 1989 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |