The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ირაკლი იმედაძე

ირაკლი იმედაძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1952  (66 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: . თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1973 წელს. 

1977-1981წწ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1981-1985წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1989წწ. განწყობის ფსიქოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1989-1990წწ. ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე; 1990-2006წწ. ფსიქოლოგიის ისტორიის ლაბორატორიის გამგე; 2006 წლიდან . უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ილია ჭავჭავაძს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1990-1995წწ. საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1978-2006წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. არის ასამდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნების ავტორი.   

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქცევის კატეგორია და განწყობის თეორია", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: http://science.org.ge/newsite/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-)
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2007-)
  • საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება, პრეზიდენტი (1995-)
  • საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - დიმიტრი უზნაძის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: