შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბენედიქტე ბალავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1931 წელს. 1931-1932წწ. იყო გეოფიზიკის ობსერვატორიის ადიუნქტი; 1934-1939წწ. გეოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1938-1939წწ. სწავლული მდივანი; 1941-1943წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დედამიწის ქერქის ფიზიკის განყოფილების გამგე; 1943-1950წწ. ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1950-1953წწ. ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1938-1957წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დოცენტი; 1968-1991წწ. კათედრის გამგე; 1957-1999წწ. პროფესორი; 1987-2006წწ. გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი. მისი შრომები ეხება დედამიწის ქერქის აგებულებისა და სასარგებლო წიაღისეულის გრავიმეტრიული შესწავლის მეთოდების დამუშავებას, სიმძიმის ძალის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნას, კავკასიის ტერიტორიისა და მიმდებარე ზღვების აკვატორიების გრავიტაციული ველის გამოკვლევას. არის 198 სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს ო. შმიდტის სახელობის (1979), ს. კოროლიოვის სახელობის (1988) და ნ. პოლიუგინის სახელობის (1991) ორდენები. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გრავიტაციული ველი და დედამიწის ქერქის აგებულება საქართველოში", დაიცვა 1955 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.341; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.453 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |