The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენედიქტე ბალავაძე

ბენედიქტე ბალავაძე
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:26 მარტი, 2010  (100 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1931 წელს.

1931-1932წწ. იყო გეოფიზიკის ობსერვატორიის ადიუნქტი; 1934-1939წწ. გეოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1938-1939წწ. სწავლული მდივანი; 1941-1943წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დედამიწის ქერქის ფიზიკის განყოფილების გამგე; 1943-1950წწ. ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1950-1953წწ. ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1938-1957წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დოცენტი; 1968-1991წწ. კათედრის გამგე; 1957-1999წწ. პროფესორი; 1987-2006წწ. გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი. მისი შრომები ეხება დედამიწის ქერქის აგებულებისა და სასარგებლო წიაღისეულის გრავიმეტრიული შესწავლის მეთოდების დამუშავებას, სიმძიმის ძალის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნას, კავკასიის ტერიტორიისა და მიმდებარე ზღვების აკვატორიების გრავიტაციული ველის გამოკვლევას. არის 198 სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს ო. შმიდტის სახელობის (1979), ს. კოროლიოვის სახელობის (1988) და ნ. პოლიუგინის სახელობის (1991) ორდენები.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გრავიტაციული ველი და დედამიწის ქერქის აგებულება საქართველოში", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.341; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.453

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1974-)
  • საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო, წევრი (1930-1931)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    გამოქვეყნებული შრომათა ციკლისათვის ''გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის გრავიმეტრიული მეთოდების დამუშავება და რეალიზაცია''
  • 1996 - ღირსების ორდენი
    გეოფიზიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1994 - ალექსანდრე ნადირაძის სახელობის ორდენი
  • 1988 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ორდენი
  • 1985 - მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით"
  • 1985 - შრომის ვეტერანის ორდენი
  • 1966 - მედალი "შრომითი წარმატებისთვის"
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: