The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1992-2010წწ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი; 1997 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის დოცენტი; 1997–1998წწ. მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერ მუშაკი; 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის კათედრის სრული პროფესორი; 2013 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია. ასხუთი სამეცნიერო ნაშრომისა და მიკრობიოლოგიის ორი სახელმძვანელოს ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა ნაწლავის მიკროფლორა და იმუნური სტატუსი", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.130

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტროპიკულ დაავადებათა კვლევის ევროპის რეგიონის იმუნიზაციის ექსპერტთა კომიტეტი, წევრი (2004-)
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტროპიკულ დაავადებათა კვლევის საკოორდინაციო საბჭო, წევრი (2003-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2002 - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: